„ნატო-ს დღეები 2019“

„ნატო-ს დღეები 2019“-ის ფარგლებში, პედაგოგებისთვის ორდღიანი სემინარი გაიხსნა.

„ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“, – ასე ჰქვია სემინარს, რომელშიც მასწავლებლები მონაწილეობენ როგორც დედაქალაქიდან, ისე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებიდან. ორი დღის განმავლობაში პედაგოგები გაეცნობიან ნატო-ს ისტორიას, ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, ანტიდასავლური პროპაგანდის თავისებურებებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებს. დღევანდელი სემინარი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა და პოლონეთის ელჩმა გახსნეს.