მსჯელობა პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობაზე

ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა პოლიტიკურ ცხოვრებაში – ამ საკითხზე,  დედაქალაქში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში მსჯელობენ.

სემინარი ევროპის საბჭოს ეგიდით იმართება, სადაც მონაწილეობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იღებენ. ქართულ მხარეს ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტები აცნობენ  საერთაშორისო გამოცდილებას, თუ როგორია ევროპული სტანდარტები პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის კუთხით.