ნატო-ს დღეების ფარგლებში სემინარი გაიმართა

ნატო-ს დღეების ფარგლებში, რიგით 21-ე საგანმანათლებლო-შემეცნებით სემინარი ნატოარჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის გაიმართა.

ორდღიან სემინარს შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლები დაესწრნენ.

სემინარის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა პედაგოგების წვლილზე რეგიონში ნატო-ს, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციის გავრცელებაში.