ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა.

სემინარის დასკვნითი დღე ეროვნული უსაფრთხოების სისტემისთვის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის შესახებ მსჯელობას დაეთმო. დისკუსიების შემდეგ კურსის მსმენელებმა სიმულაციური კრიზისის სცენარის მიხედვით მომზადებული სამუშაო პრეზენტაციები წარადგინეს. მონაწილეებს სერტიფიკატებიც გადაეცათ.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსის განმავლობაში სამთავრობო, არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის შესახებ მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტების მოხსენებები მოისმინეს.