შეხვედრა სტუდენტებთან

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში, ახალგაზრდები სამცხე- ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო-ქართლის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტური დასახლებებიდან საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ. სემინარის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და მათ ევროპული ინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ესაუბრა. ორდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.