ნათლისღება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს – დღეს, როდესაც, სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მდინარე იორდანეში მონათლა.

დილიდან ყველა ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება და წყლის კურთხევის წესი შესრულდა.

კათოლიკოს-პატრიარქმა სადღესასწაულო წირვა სამების ტაძარში ჩაატარა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა. კვირას კი სამებაში საყოველთაო ნათლობის ცერემონია გაიმართება.