მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს საპატრიარქოში განმარტება გააკეთეს. მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს ანალიზებში შეინიშნება ცვლილებები. კვლევები კი მას შემდეგ ჩატარდა, რაც მეუფე შიოს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.