ნათლისღება 

ტრადიციულად ზღვაში შთაფვლის რიტუალით აღნიშნეს ბათუმში ნათლისღება.

ტრადიციას საფუძველი ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ჩაუყარა. ღამის თორმეტ საათზე სასულიერო პირები ზღვის წყალს აკურთხებენ, რის შემდეგაც მართლმადიდებლები ზღვაში შედიან და ნათლისღების რიტუალს ასრულებენ, ბათუმის სანაპიროზე წელსაც ათასობით მორწმუნე გავიდა, წელსაც პერიმეტრს უსაფრთხოების მიზნით მაშველები აკონტროლებდნენ.

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ქრისტიანული რიტუალი საქართველოს სხვა რეგიონებშიც შესრულდა.