მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა, სამების საკათედრო ტაძარში კი ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა. შესრულდა დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი. მსახურების ბოლოს, მორწმუნეებმა ნაკურთხი წყალი სახლში წაიღეს. ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ.