ნათლისღების დღესასწაული

წყალკურთხევის რიტუალი და საზეიმო ლიტურგია ყველა ტაძარში – მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

სიონის საკათედრო ტაძარში დღეს საზეიმო ლიტურგია კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. ნათლისღება, იგივე ღვთის განცხადება 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სახარების მიხედვით, ამ დღეს მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელმა მაცხოვარი მონათლა და სწორედ ამ დღეს გამოვლინდა სამება სრული სახით.