ნათლისღება ბათუმში ტრადიციულად ზღვაში შესვლის რიტუალით აღნიშნეს

ნათლისღება ბათუმში ტრადიციულად ზღვაში შესვლის რიტუალით აღნიშნეს. ტრადიციას საფუძველი ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ჩაუყარა. ღამის თორმეტ საათზე სასულიერო პირები ზღვის წყალს აკურთხებენ, რის შემდეგაც მართლმადიდებლები ზღვაში შედიან და ნათლისღების რიტუალში იღებენ მონაწილეობას. ბათუმის სანაპიროზე წელსაც ათასობით მორწმუნე გავიდა, პერიმეტრს უსაფრთხოების მიზნით მაშველები აკონტროლებდნენ.