ნაძალადევის რაიონში მოზაიკური ჩანახატებით გაფორმებული ორი მუსიკალური შადრევანი მოეწყო. ერთი თემქის ცენტრალურ გზაზე, მეორე კი, დადიანის ქუჩაზე რეაბილიტირებულ სკვერში მოეწყო.
შადრევნებს 10-მდე ფუნქცია აქვს და ღამის საათებში რამდენიმე ფერში ნათდება. განათებულია მოზაიკური ჩანახატებიც.
ინოვაციური პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.