გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედა დიღმის მთავარ სამმართველოში რჩება

გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედა ამ დრომდე დიღმის მთავარ სამმართველოში რჩება. მისთვის ოფიციალურად ჯერ ბრალის წარდგენა არ მომხდარა. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში გუშინ მოხდა. 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე დაიწყო. გარდაცვლილი ბავშვის დედა დაკავებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

ბრალის წარდგენა, სავარაუდოდ, დღის 3 საათისათვის მოხდება.