გამოძიება ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე

შემზარავი შემთხვევა მოხდა ნაძალადევის რაიონში – გარდაცვლილია 4 წლის ბავშვი.

მეზობლები და ოჯახის წევრები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებზე საუბრობენ. ადგილზე მცხოვრებლები მცირეწლოვნის გარდაცვალების მიზეზად ცემას ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ ბავშვი დედის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. დაუდასტურებელი ცნობით, რამდენიმე კვირის წინ დედაზე შემაკავებელი ორდერიც გაიცემა. ვერსიას უარყოფს მცირეწლოვნის ბებია. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

თეონა ხუბულავა მუშაობს შემთხვევის ადგილზე.