ნაძალადევის რაიონში ორი მუსიკალური შადრევანი მოეწყო

12:13, 24.12.2017

ნაძალადევის რაიონში მოზაიკური ჩანახატებით გაფორმებული ორი მუსიკალური შადრევანი მოეწყო. ერთი თემქის ცენტრალურ გზაზე,  მეორე კი, დადიანის ქუჩაზე რეაბილიტირებულ სკვერში მოეწყო.

შადრევნებს 10-მდე ფუნქცია აქვს და ღამის საათებში რამდენიმე ფერში ნათდება. განათებულია მოზაიკური ჩანახატებიც.

ინოვაციური პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

მსგავსი