კახა კუკავა ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ნაძალადევის რაიონში, ქსოვრელის ორ ნომერში მცხოვრებ დევნილებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდა. ისინი საცხოვრებელ შენობაში დენისა და წყლის შეყვანას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, შენობა ეკონომიკის ბალანსზეა, გამგეობა კი დაუსრულებელ საცხოვრებელში კომუნიკაციების შეყვანის ნებართვას არ იძლევა.

კუკავა ხელისუფლებას მოუწოდებს, მოაგვაროს ქსოვრელის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემები.