გასართობი ღონისძიებები ნაძალადევის რაიონში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ნაძალადევის რაიონში კონცერტით დასრულდა. საკონცერტო საღამოში მონაწილეობა 14 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს.

პატარების სადღესასწაულო განწყობაზე მულტფილმის გმირებმა, ჯამბაზებმა და სახის მომხატველებმა იზრუნეს. ბავშვებისთვის მოეწყო სხვადასხვა სპორტული და სახალისო აქტივობა. ღონისძიებას ნაძალადევის რაიონის გამგებელი დაესწრო.

ბავშვთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი გასართობი ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.