ველისციხის ქუჩის კაპიტალური შეკეთება სრულდება

ნაძალადევის რაიონში ველისციხის ქუჩის კაპიტალური შეკეთება სრულდება.

პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი ორი კედელი აშენდა, მოეწყო სანიაღვრე არხი, ბორდიური და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 280 278 ლარია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.