„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლას აპროტესტებს და მათ შორის დივერსანტების არსებობას არ გამორიცხავს. ნონა მამულაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრს წერილით მიმართავს და 2013 წლიდან დღემდე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობაზე ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. ასევე, „ნაციონალური მოძრაობა“ ინტერესდება, ჯაშუშების გამოვლენის ფაქტებზე ქართულმა მხარემ რა რეაგირება მოახდინა.