ნონა მამულაშვილის ინიციატივა

„გამოიხსენით უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი რუსული ტყვეობიდან“ – ასე მიმართავს ნონა მამულაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ამ მოწოდებას უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათი განცხადებით, უკრაინამ ტყვეების გაცვლის პრინციპით უნდა გამოხსნას პატიმრობიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ავტორების თქმით, ამ მოთხოვნის წერილს ზელენსკი რამდენიმე დღეში მიიღებს.