ნონა მამულაშვილი პარლამენტს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

ნონა მამულაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობა“ და პარლამენტი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ამჟამინდელ საკანონმდებლო ორგანოს არ შესწევს ძალა ქვეყნისათვის სასიკეთოდ იმუშაოს. მამულაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკისგან დიდი ხანია დაიცალა. სისტემური პრობლემები კი არ იძლევა სიახლისა და გაჯანსაღების შესაძლებლობას. მისი თქმით, ის „ინოვაციურ პლატფორმა „გამზირს“ უერთდება, რომლის მიზანი, ქვეყნის დასავლური მომავლისთვის ბრძოლა იქნება“.