შიდაპარტიული არჩევნები და დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

გააღრმავებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას მოსალოდნელი არჩევნები – პარტიაში არსებულ ვითარებას ოპოზიცია და მმართველი გუნდი აფასებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შიდაპარტიული არჩევნებისთვის ემზადება – ამომრჩეველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. არჩევნები კი 28 და 29 იანვარს ბლოქჩეინ ტექნოლოგიით ჩატარდება. სულ დარეგისტრირებულია ოთხი კანდიდატი: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე სპეკულაციებს უწოდებს საუბარს იმაზე, თითქოს რომელიმე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ვინმე პარტიიდან უნდა წავიდეს.

ამ თემას „ქართულ ოცნებაშიც“ გამოეხმაურნენ. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გარდაუვალი იყოს.