შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

თითქმის ორი კვირა რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების გამართვამდე. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 26 იანვარს დასრულდება. პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, რეგისტრაციის გახსნიდან 24 საათში, უკვე სამი ათასზე მეტი ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. რაც შეეხება ხმის მიცემას, ეს პროცესი 28 იანვარს დაიწყება. არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობს: მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.