„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები მწვავე დაპირისპირების პარალელურად მიმდინარეობს. ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში საარჩევნო პროცესი კრიტიკისა და თავის მართლების ფონზე დაიწყო. სიტუაცია პარტიაში ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუმ და განცხადებებმა კიდევ უფრო დაამძიმა. რაც შეეხება უშუალოდ ხმის მიცემის პროცედურას, 50 ათასამდე მოქალაქემ არჩევანი ოთხ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.
გამარჯვების მოპოვებას ცდილობენ: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.
ნათია ქენქაძე აკვირდება მიმდინარე პროცესს და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.