ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავას დამაკავშირებელი 12 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ასევე დაგეგმილია სანიაღვრეების, გაბიონების და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
მუჟავას გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო.