ზუგდიდში საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლები არალიცენზირებული ავტოსადგურის გაუქმებას ითხოვენ

აქცია გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წინ. საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლებმა “რუხი მოლიდან” გუბერნიასთან გადმოინაცვლეს. მათი მოთხოვნა უცვლელია, ხელისუფლებამ არალიცენზირებული, უკანონო ავტოსადგური გააუქმოს და მისცეს მუშაობის საშუალება იმ მძღოლებს, ვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა შეაქვს.

გუბერნიიდან მათ არავინ დაკავშირებია. მძღოლები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და მათ მხარდამჭერები სხვადასხვა რაიონიდან შემოუერთდებიან.