საკადრო ცვლილებები

საკადრო ცვლილებები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ორმა მოადგილემ, ირაკლი ჯიქიამ და კობა ქანთარიამ თანამდებობები დატოვეს. გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ დღეს ახალი პირველი მოადგილე, დავით ფარცვანია საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა. ფარცვანიას აქვს სამუშაო გამოცდილება, როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოადგილეს, როგორც გუბერნატორმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს კადრის შერჩევა. თანამდებობაზე დარჩნენ გუბერნატორის მოადგილეები ნინო ვიბლიანი და მალხაზ თორია.