ეპიდემიოლოგიური ვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

ექვსით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, პაციენტებს თანმხლები მძიმე დაავადებები ჰქონდათ. გარდაცვლილთაგან ოთხი რუხის კლინიკაში მკურნალობდა, ერთი სენაკის კლინიკაში და ერთი კი ქუთაისში. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 454 მოქალაქე. რუხის კლინიკაში ამ ეტაპზე 147 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11-ის მდგომარეობა მძიმეა. „სენა-მედის“ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი.

დატოვე კომენტარი