„გაატარე ზაფხული საქართველოში“

კამპანიას – „გაატარე ზაფხული საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია უერთდება.

რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული, ტურისტებს სამეგრელოსა და სვანეთის საოცარ ადგილებში იწვევს და ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის კამპანიაში თავად ერთვება. ალექსანდრე მოწერელიამ ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინწრას ხეობა დაათვალიერა. ხეობაში 32 მეტრიანი ჩანჩქერი, მღვიმე და კანიონია. მომავალ კვირაში, ხეობამდე მისასვლელი ბილიკების მოწესრიგება და გაწმენდა იგეგმება. რეგიონის ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის კამპანიაში ჩართულია სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციაც, რომელიც წამყვანი ტურისტული ოპერატორებისთვის ტურნეს მართავს.