მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი ბიუროზე დღეს არ დარეგისტრირდა
მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, მოლოდინის მიუხედავად, პარლამენტის ბიუროზე დღეს არ დარეგისტრირდა.
მთავრობიდან საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტი ამ დრომდე არ არის გადაგზავნილი. ოპოზიციის განცხადებით, ამის მიზეზი პრემიერ-მინისტრის ნაჩქარევი და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.
განსხვავებულია უმრავლესობის პოზიცია. თემაზე საუბარს პარლამენტიდან შორენა ხვიჩია განაგრძობს.