პრემიერის ყოველწლიური ანგარიში

სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე პრემიერ-მინისტრის წერილობითი ანგარიში დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება. დოკუმენტი პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებსაც მოიცავს. დიდი ნაწილი ოკუპაციასა და ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ეხება.

ხელისუფლების ოპონენტები მთავრობის მუშაობას აკრიტიკებენ და პოლიტიკურ კონკურენტებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. როდის წარდგება პრემიერი უკვე სესიაზე, ზუსტ დროს ბიურო დღეს განსაზღვრავს.