კამათი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე

ოპოზიციისა და უმრავლესობის დებატები მოჰყვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხს. ოპოზიცია პროცესის გადადებას ითხოვს არგუმენტით, რომ მიმდინარე პროცესით ირღვევა შარლ მიშელის დოკუმენტი. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია პროცესის გადადებას უარგუმენტოდ ითხოვს.