განცხადებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე

ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები ისმოდა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ ოპოზიციამ მმართველი გუნდის საარჩევნო დაპირებებზე დაიწყო ლაპარაკი.

ხელისუფლების ოპონენტები „ქართული ოცნების“ წევრებს იმის დამტკიცებას სთხოვდნენ, რომ საარჩევნო დაპირებები არჩევნების მეორე ტურის შემდეგ აუცილებლად შესრულდება და არ დარჩება დაპირებებად. მათ შორის, საუბარი შეეხო მარიხუანის კულტივაციის პროექტს, რომელიც მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია.