სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს დღეს წარედგინება

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

სტრუქტურული ცვლილებების პაკეტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაერთიანებისა და რეორგანიზაციის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი შეიქმნება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმდება ოთხი სამინისტრო –  ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

საპარლამენტო უმცირესობა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე აპირებენ კითხვები ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების შესახებ დაუსვან კითხვები.

დატოვე კომენტარი