ლევან კობერიძის ინიციატივა

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ილაპარაკა და მონაცემების გაუმჯობესებისთვის კოლეგებს ინიციატივა შესთავაზა.

დეპუტატის განცხადებით, საქმე ნარკოდამოკიდებულ პირებს ეხება, რომლებიც პროგრამაში ჩართვას თავს მკაცრი საკანონმდებლო ბაზის გამო არიდებენ. ლევან კობერიძე დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონზე მჯელობის გაგრძელებას მოითხოვს, რომლის განხილვაც 2 წლის წინ ჯანდაცვის კომიტეტში მოხდა, შემდეგ კი იურიდიულ კომიტეტში მსჯელობა აღარ გაგრძელდა.  დეპუტატი ასევე ერთჯერადი ამნისტიის გამოცხადებას მოითხოვს მათთვის, ვინც ნარკოტიკის მცირე რაოდენობით მოხმარების გამო იხდის სასჯელს.