მთავარი პროკურორობის კანდიდატს ხვალ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ელოდებიან.
შალვა თადუმაძემ დეპუტატების შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხი.
უმრავლესობა თადუმაძის კომპეტენტურობასა და პროფესიონალიზმზე საუბრობს, ოპოზიცია კი კრიტიკულია და წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს.