ამნისტიის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 

ვნებათაღელვა იზრდება შარლ მიშელის შეთანხმების პირველი პუნქტის გარშემო.

ამნისტიის კანონპროექტის სახელისუფლებო ვერსიას დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. საკომიტეტო მოსმენაზე ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი ჩავარდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მომზადებული შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, რომ 19-20 ივნისის საქმეში ბრალდებულ სამართალდამცველებზე ამნისტირებისთვის დაზარალებულ აქტივისტთა თანხმობა იყოს საჭირო, რაც მმართველი პარტიის პროექტში არ წერია. განხილვამ იურიდიულ კომიტეტში გადაინაცვლა.