ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეროვნული ბანკის 2020 წლის ანგარიშს ისმენს. დეპუტატების შეკითხვებს სებ-ის დირექტორი, კობა გვენეტაძე პასუხობს. როგორც წინასწარ იყო გაცხადებული, ოპოზიციის წარმომადგენლებს გვენეტაძესთან აქვთ კრიტიკული შეკითხვები და ისინი ეროვნული ბანკის საქმიანობას იმდენად ნეგატიურად აფასებენ, რომ ნაწილი კობა გვენეტაძეს დაკავებული თანამდებობიდან გადადგომისკენაც მოუწოდებს.

მარიამ ბერძენიშვილი აშუქებს საკომიტეტო მოსმენას, მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.