დღეს მთავარი პროკურორი ზვიად გამსახურდიას შვილებს შეხვდება. შეხვედრას ადვოკატი ამირან გიგუაშვილიც დაესწრება.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილების ადვოკატმა შალვა თადუმაძესთან შეხვედრის თხოვნით პროკურატურაში განცხადება გუშინ შეიტანა.
პროკურატურასთან შიმშილობას აგრძელებს ცოტნე გამსახურდია, რომელიც პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის დროულ გამოძიებას და სპეციალური პროკურორის დანიშვნას მოითხოვს.
შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში 15 საათზე გაიმართება.