გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენა 

ხმაურიანი მოსმენის და მწვავე კითხვების შემდეგ, ირაკლი შოთაძემ ძველ თანამდებობაზე დასაბრუნებლად იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო.

პარლამენტში ყოფილი მთავარი პროკურორის მოსმენა დასრულდა. კანდიდატს დღეს არაერთი რეზონანსული საქმე შეახსენეს. მათ შორის ხორავას ქუჩის საქმე, რის გამოც წელიწადნახევრის წინ თანამდებობიდან გადადგა. პარლამენტარები დაინტერესდნენ, როგორ აპირებს შოთაძე პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდას, გახმაურებული საქმეების გაჭიანურებული გამოძიების ბოლომდე მიყვანას, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და რა დამოკიდებულება აქვს მმართველი გუნდის მიმართ. ძალოვანი უწყების ყოფილ პირველ პირს მამუკა ხაზარაძის მიერ ნახსენები ცნობილი შეხვედრა და წარსული საქმიანობაც გაახსენეს.

ოპოზიციის პროტესტის გამო სხდომა დაგვიანებით დაიწყო. ხმაური იყო პარლამენტს გარეთაც.

15 კონკურსანტიდან ექს-მთავარი პროკურორი ერთადერთია, რომელზეც საპროკურორო საბჭომ არჩევანი გააკეთა.

თეონა მანაგაძე ადევნებს თვალს ირაკლი შოთაძის მოსმენას.