გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება

გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. საპროკურორო საბჭოში ამ წუთებში ბოლო კანდიდატს გელა ჩივაძეს უსმენენ. გელა ჩივაძე გენერალური პროკურორის აპარატის უფროსი პროკურორის თანამდებობას იკავებდა. კონკურსში ამ დროისთვის 15 მსურველი მონაწილეობს. გასაუბრების დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭოს წევრები თხუთმეტი კანდიდატიდან სამ კანდიდატს ფარული წესით აირჩევენ.

საკანონმდებლო ორგანოში მთავარი პროკურორის არჩევა ხმათა უმრავლესობით მოხდება.