გასაუბრება გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან

ვნებათაღელვის და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს ახალი გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი.

საპროკურორო საბჭომ დღეს კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრებები დაიწყო. ახლა მთავარი კითხვაა, რომელ კანდიდატს შეარჩევს საბჭო პარლამენტში წარსადგენად და იქნება თუ არა ის ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც ოპოზიციის და მესამე სექტორის კრიტიკის მთავარი სამიზნეა. კონკურსში ირაკლი შოთაძის მონაწილეობის გამო საგამოძიებო უწყების ახალი ხელმძღვანელის შერჩევის პროცესს ოპოზიცია და უფლებდამცველები უნდობლობას უცხადებენ.

დატოვე კომენტარი