„ბავშვთა და ახალგაზრდობის ფინანსური განათლების პერსპექტივა საქართველოში“ – ამ თემაზე დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მრგვალი მაგიდა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში შედგა ფინანსური განათლების სფეროს ეროვნული სტრატეგიის განხილვა.
მრგვალი მაგიდის მიზანია, გააუმჯობესოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ფინანსური განათლების, სოციალური წიგნიერების დონე, პარტნიორი და პოტენციური პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები კი კვალიფიციურ ექსპერტებად ჩამოაყალიბოს. ტრენინგსა და „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაცია „აფლატუნის“, „იუნისეფის“, ეროვნული ბანკისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა.