მზადება 26 მაისისთვის

1918-21 წლების საქართველო დედაქალაქის მთავარ გამზირზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდება. ხვალ დილიდან რუსთაველის გამზირზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ათეულობით ღონისძიება გაიმართება.

გამოფენები, საცავებიდან გამოტანილი უნიკალური ექსპონატები, კონცერტები – ტრადიციულად ამ დღეს სხვადასხვა სამინისტრო საკუთარი სტენდით იქნება წარმოდგენილი, ხოლო პირველ არხს რუსთაველზე საკუთარი პავილიონი ექნება, საიდანაც მთელი დღის განმავლობაში პირდაპირი ეთერის რეჟიმში იმუშავებს. დღის კულმინაცია კი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დაგეგმილი ცერემონიაა. ადგილი, სადაც 100-წლის წინ 17 საათსა და 10 წუთზე ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

თათია ბუხრაშვილი დაინტერესდა 26 მაისის სადღესასწაულო პროგრამით.