მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ თემურ ქევხიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ თემურ ქევხიშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. მანამადე კი საქართველოს სახალხო არტისტის, ქართველი მომღერლისა და ცნობილი ლოტბარის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. თემურ ქევხიშვილს ვარსკვლავის საზეიმო გახსნაზე დახვედრა მისი ანსამბლის ამჟამინდელმა და ყოფილმა წევრებმა მოუწყვეს.

2013 წელს ფონდმა ,,ქართული გალობა” თემურ ქევხიშვილს “საუკუნის ხმის” ტიტული მიანიჭა. ის ასევე არის ღირსების ორდენისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელი.