მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს ახალი ტელესკოპები გადაეცა

13:58, 26.09.2018

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ასტრონომიის კლასსა და პლანეტარიუმს ორი ახალი ტელესკოპი გადაეცა. ტელესკოპზე განთავსებულია ამერიკელი და ევროპელი მეცნიერებისა და ასტრონავტების უნიკალური ავტოგრაფები. საჩუქარი ერთგვარი კომპლექტია, ინტელექტუალური მასალების თანხლებით,  რომელიც მოსწავლეებს მეცნიერების ამ დარგის შესწავლაში დაეხმარება.

ტელესკოპები და დამხმარე მასალები საქართველოში, ფონდევრო-არტის ხელმძღვანელმა, დალი უბილავა დე-გრააფმა ჩამოიტანა, უნიკალური ხელმოწერებიც სწორედ მან შეაგროვა.

 

მსგავსი