მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ასტრონომიის კლასსა და პლანეტარიუმს ორი ახალი ტელესკოპი გადაეცა. ტელესკოპზე განთავსებულია ამერიკელი და ევროპელი მეცნიერებისა და ასტრონავტების უნიკალური ავტოგრაფები. საჩუქარი ერთგვარი კომპლექტია, ინტელექტუალური მასალების თანხლებით, რომელიც მოსწავლეებს მეცნიერების ამ დარგის შესწავლაში დაეხმარება.
ტელესკოპები და დამხმარე მასალები საქართველოში, ფონდ “ევრო-არტის“ ხელმძღვანელმა, დალი უბილავა დე-გრააფმა ჩამოიტანა, უნიკალური ხელმოწერებიც სწორედ მან შეაგროვა.