პიონერფილმის ვარსკვლავი გაიხსნა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ პიონერფილმის ვარსკვლავი გაიხსნა.

ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სასახლის თეატრალური მიმართულების სხვადასხვა თაობის აღზრდილებმა, კულტურის და თეატრალური სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თეატრის ისტორიისა და მრავალწლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილი ფილმის „ეროვნული სასახლის თეატრი -78“ ჩვენება და ალბომის პრეზენტაცია.

ღონისძიება თბილისის მერიასა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით გაიმართა.