ოპოზიციის გადაწყვეტილება და პოლიტიკური შეფასებები  

მაშინ როდესაც პარლამენტში პირველი სხდომა მიმდინარეობდა, ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის სიმბოლურ აქტს აფორმებდა.

საკანონმდებლო ორგანოდან რამდენიმე მეტრში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან დღეს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელმოწერებით დაადასტურა, რომ ცესკო-დან პარტიულ სიებს ჩახსნის და საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის. ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის მიუხედავად, ალეკო ელისაშვილის პარტიის გარდა ცერემონიას არ შეუერთდნენ „გირჩი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „პატრიოტთა ალიანსი“. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ ბლოკში შემავალი „რესპუბლიკელები“ დღეს გააკრიტიკეს კიდეც და მისგან განმარტებებიც მოითხოვეს. ფაქტია, რომ ოპოზიციის ნაწილი მოლაპარაკებების პარალელურად მანდატების გაუქმების თხოვნით პარლამენტისთვის მიმართვას აპირებს, ნაწილი კი მოლაპარაკების დასრულებას ელოდება.

თამუნა წიკლაური დეტალებით.