საგუნდო მუსიკის ფესტივალი

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღი საფესტივალო სივრცედ იქცევა.

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთის კაპელა მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება. სწორედ კაპელა გახსნის თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალს, რომელსაც პანდემიის გამო მსმენელები ონლაინ მიადევნებენ თვალს.

საგუნდო მუსიკის ფესტივალი წელს მეათედ გაიმართება. ღონისძიების მიზანი მსმენელისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე სამუსიკო გუნდების შემოქმედების გაცნობაა. საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში სულ ოთხი კონცერტია დაგეგმილი.